მჟავე წვიმები

პ   რ   ო   ე   ქ   ტ   ი

თ ე მ ა:  მ ჟ ა ვ ე    წ ვ ი მ ე ბ ი   დ ა  მ ა თ ი  გ ა ვ ლ ე ნ ა   გ ა რ ე მ ო ზ ე.


თ ე მ ი ს   ა ქ ტ უ ა ლ ო ბა:


 "    "კლიმატის შეცვლასა და ოზონოსფეროს ტრანსფორმაციასთან ერთად თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემაა. ტერმინი "მჟავა წვიმა" პირველად . სმიტმა გამოიყენა 1872 . მან  ასეთ ნალექებში დაადგინა სულფატების შემცველობა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ატმოსფეროში მკვეთრად გაიზარდა მჟავური ოქსიდების (CO2, SO2, NO2) კონცენტრაციები, რასაც ატმოსფერული ნალექების pH-ის რეაგირება მოჰყვა. მსოფლიოს მრავალ რეგიონში ატმოსფერული ნალექების pH < 3,5. ასეთი ნალექები მიეკუთვნებიან მჟავა ნალექებს. ამდენად, ატმოსფერული ნალექების მჟავიანობის ზრდა მჟავური ოქსიდების კონცენტრაციის მომატებით აიხსნება. ატმოსფეროში მოხვედრილი მჟავური ოქსიდები ჰაერის ნაკადებით ათასობით კმ-ზე მიგრირდება. ამის გამო, პრობლემამ პლანეტარული ხასიათი მიიღო. მჟავა წვიმების გავლენით იცვლება ნიადაგის სტრუქტურა, მცირდება მისი პროდუქტiულობა და ბიომასის დაჟანგვის სიჩქარე, ხოლო თუ pH < 3 ნიადაგი  უნაყოფო ხდება. ამის ძირითადი მიზეზი ნიადაგის მიკროფლორის დეგრადაციაა. დადგენილია, რომ ნიადაგის pH-ის შეცვლით 5,6-დან 5,0-მდე ბაქტერიების საერთო რაოდენობა ნიადაგში 2,5-3-ჯერ მცირდება, აზობაქტერიები კი იღუპებიან.
    ნიადაგის ხსნარის pH-ის შემცირება სხვა უარყოფით მოვლენებსაც იწვევს. კერძოდ, იზრდება მძიმე ლითონების მოძრავი, ბიოლოგიურად აქტიური ფორმების კონცენტრაცია და ადვილად ირეცხება ბიოგენური ნივთიერებები. სამრეწველო რეგიონებში ტყეების გაჩანაგების ერთ-ერთი მიზეზი მჟავა წვიმებია. მათი გავლენით იშლება ფოთლების დამცავი აპკი - ეპიდერმისი, რაც ზრდის მცენარის დაავადების ალბათობას.
ნიადაგებზე მჟავა წვიმების უარყოფითი გავლენა მით მეტია, რაც უფრო მაღალია მათი ბუნებრივი მჟავიანობა და ნაკლებია კარბონატების შემცველობა. წყალსატევების მსგავსად, გამჟავებული ნიადაგების "მკურნალობის" ეფექტური საშუალებაა  კირქვის, ან მცენარეულინაცრის შეტანა ნიადაგში






პ რ ო ე ქ ტ ი ს    მ იზ ა ნ ი: პროექტის მიზანია მჟავე წვიმების მავნე გავლენის შესწავლა გარემოზე,მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, ტყის მასივებზე,შენობა-ნაგებობებზე,კულტურულ ძეგლებზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და მწვანე ნარგავებზე და ა,შ


მჟავე წვიმების წარმოქმნის მიზეზების დადგენა. წვიმის წყლების მჟავიანობის დადგენა.მაგ. იმ რეგიონში სადაც ვცხოვრობთ(რადგან შესაძლებელია დაბინძურებული  და გაჭუჭყიანებული წვიმის წყალი ქარის გავლენით მოდიოდეს თუნდაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან)

წვიმის წყლის მჟავიანობის შესახებ კლასისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მოსალოდნელი შედეგები:

დადგინდება სხვადასხვა რეგიონში წვიმის წყლის მჟავიანობის ხარისხი და შესაძლოა დადგინდეს

მისი გამომწვევი მიზეზები.


მოსწავლეებისთვის ნათელი გახდება თუ რა მნიშვნელოვანია ტყეების მოვლა შენარჩუნება, მთ შორის თუნდაც მწვანე ნარგავების ზოლის გაშენება..

რომ მოსახლეობა უფრო გააზრებულად და ეკონომიურად მოიხმაროს

სათბობის სხვადასხვა სახეებ 
რომ ყველა საწარმო შეიარაღებული უნდა იყოს გამონაბოლქვი აირების დამჭერი და გამწმენდი საშუალებებით და ა.შ
მ ო ნ ა წ ი ლ ე თ ა   ა ს ა კ ი : მე-8-ე და მე-9-ე კლასის  მოსწავლეები
პ რ ო ე ქ ტ ი ს ა თ ვ ი ს    ს ა ჭ ი რ ო    ძ ი რ ი თ ა დ ი   რ ე ს უ რ ს ე ბ ი: ph-ის  გაზომვის შესასწავლი საჭირო  მასალა,მისი საზომი ხელსაწყო,მინის კოლბები,  ჭიქები,სხვა დამხმარე საშუალებები,ისტ-ი და ა.შ
პ რ ო ე ქ ტ ი ს   ხ ე-ლ ი:  ლ. სალუქვაძე
ხელმძღვანელის ელ .ფოსტა: liasaluqvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:liasaluqvadze.blogspot.com





No comments:

Post a Comment