გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს გ
ე გ მ ა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ქიმიური რეაქციის წონასწორობის გადახრის პირობები
|
სწავლების საფეხური
|
10 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
წონასწორული რეაქციის დროს შევძლოთ განვსაზღვროთ ის პირობები,რომლის
დროსაცწონასწორობა გადაიხრება ჩვენთვის სასურველი მიმართულებით
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ უნდა
იცოდეს, რა შემთხვევაშია შექცევადი რეაქცია წონასწორული და როგორ შევარჩიოთ ტემპერატურა, კონცენტრაცია, წნევა,რომ
წარიმართოს ჩვენთვის სასურველი რეაქცია.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.2.
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად
გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
|
წინასწარი ცოდნა
|
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განასხვავებს შექცევად
და შეუქცევად რეაქციებს. ადგენს შესაბამის ტოლობებს;
·
განასხვავებს ჰომოგენურ
და ჰეტეროგენურ რეაქციებს, განიხილავს მაგალითებს;
·
იყენებს ლე-შატელიეს პრინციპს და განჭვრეტს სხვადასხვა
ფაქტორის (წნევა, ნივთიერებათა კონცენტრაცია, ტემპერატურა) ქიმიურ წონასწორობაზე
გავლენის ხასიათს. ჩამოთვლის სათანადო მაგალითებს;
·
მოიძიებს ქიმიური წონასწორობის ძირითადი პრინციპების
გამოყენების მაგალითებს და განიხილავს
მათ ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის
მიზნით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
წ ყ ა ლ ი
|
სწავლების საფეხური
|
10 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 30 მოსწავლე.არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების
მქონე მოსწავლეები.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიგონ ბევრად
მეტი წყლის შესახებ, ვიდრე იციან დღეს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან წყლის მოლეკულაში ქიმიური ბმის სახე, შეუძლიათ ახსნა, თუ რატომ
არის წყალი დიპოლი,შეუძლიათ წყლის გამოხდა,გეოგრაფიიდან იციან-დედამიწის რა ნაწილი
უჭირავს წყალს, წარმოშობის მიხედვით რამდენი სახეობის წყალი არსებობს, ბიოლოგიიდან-წყლის
რა რაოდენობას შეიცავს უჯრედი და ა.შ
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას განვსაზღვრავ მსჯელობით, მოპოვებული ინფორმაციებით,
პრეზენტაციებით,გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებებს.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,კითხვარები,კომპიუტერი,პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გაკვეთილს ვიწყებ გამოკითხვით,თუ რა იციან წყლის შესახებ, ინფორმაციების
მოსმენის შემდეგ ვსვამ კითხვას; რა იციან მაგ, ;ნაკურთხი წყლის; შესახებ.თუ შევაგროვე სრული
ინფორმაცია,მოვითხოვ ახსნან,თუ რატომ ახასიათებს მხოლოდ წყალს და არა რომელიმე სხვა გამხსნელს
მაგ, ინფორმაციის შენახვის და გადატანის უნარი,როგორ შეიძლება ამის დამტკიცება.(აქ
გამოვიყენებკომპიუტერულ ინფორმაციას როგორ კრისტალებს წარმოქმნის წყალი გაყინვისას
თუ მას მოვასმენინებთ მაგ.ჰარმონიულ, მშვიდ მუსიკას და პირიქით და ა.შ.ყველა ახალი
ინფორმაციის მოსმენის მიზანი არის ერთი ,რომ
წყლის ყველა უნივერსალური თვისება აიხსნება იმით,რომ ის არის დიპოლი, განსხვავებით
სხვა უამრავი გამხსნელებისაგან.
|
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
მჟავები, მჟავათა სახელწოდებები და ქიმიური ფორმულები,
კლასიფიკაცია შედგენილობის მიხედვით,ინდიკატორებთან
(
ლაკმუსი,ფენოლფტალეინი,მეთილნარინჯი)დამოკიდებულება.
მჟავათა ფუძიანობა,მჟავების ქიმიური თვისებები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
მე-9-ე კლასი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 30 მოსწავლე, არ არის განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ზოგადად ნაერთთა კლასების შესწავლა არის საფუძველი
იმ მნისვნელოვანი მეცნიერების შესწავლისა, რომელსაც ქიმია წარმოადგენს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეისწავლიან ყველა არაორგანულ მჟავას,
მათ მოლეკულურ და გრაფიკულ ფორმულებს(მათ შორის ქრომმჟავას, ქლორმჟავას, მანგანუმმჟავას)
უჟანგბადო მჟავებიდან დამატები ტელურწყალბადმჟავას.სადემონსტრაციო
ცდებით გაეცნობიან მჟავების ფიზიკურ თვისებებს კონკრეტულად:განზავებულ და კონცენტრირებულ
გოგირდმჟავას(კონცენტრირებული გოგორდმჟავას წყალში ხსნადობისას განსაკუთრებული წესების
დაცვას),კონცენტრირებულ აზოტმჟავას და ა,შ.
ტელურწყალბადმჟავას.სადემონსტრაციო ცდებით გაეცნობიან
მჟავების ფიზიკურ თვისებებს კონკრეტულად:განზავებულ და კონცენტრირებულ გოგირდმჟავას(კონცენტრირებული
გოგორდმჟავას წყალში ხსნადობისას განსაკუთრებული წესების დაცვას),კონცენტრირებულ
აზოტმჟავას და ა,შ.
მოსწავლეები დაეუფლებიან : დაკვირვების,ანალიზის,დასკვნის გაკეთების უნარს,
რის საფუძველზე უნდა ჩამოუყალიბდეთ მათ ლოგიკური და სწრაფი
აზროვნება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა მე-8-ე კლასიდან იციან ძირითადი არაორგანული მჟავების განმარტება და ქიმიური ფორმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ ფრონტალური კითხვებით,რომ
დავადგინო კლასის ყველა მოსწავლემ იცის თუ არა მჟავები და მათი მოლეკულური ფორმულები.დაფასთან
გამოძახებით დავადგენ შეუძლიათ თუ არა მჟავათა
გრაფიკული ფორმულების შედგენა.შეფასებას მოვახდენ კათედრის მიერ შემუშავებული
კრიტერიუმით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
შესაბამისი გაკვეთილი მე-9 კლასის სახელმძღვანელოდან.მჟავების
დემონსტრირება გაცნობის მიზნით .,ქიმიური ჭურჭელი(სინჯარები,ქიმიური ჭიქ ები,წყალი,
ინდიკატორები.საპრეზენტაციო მასალა: რა უნდა
ვიცოდეთ მჟავების შესახებ:
მჟავები — რთული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების შემადგენლობაში შედის წყალბადატომები, ამ უკანასკნელთ მეტალის ატომებით ჩანაცვლების ან მათთან გაცვლის უნარი აქვთ.ნებისმიერი მჟავა შეიცავს წყალბადს და ელემენტს, რომელიც წყალბადთან ერთად მჟავას წარმოქმნის. ზოგიერთი მჟავა ამ ორი ელემენტის გარდა ჟანგბადსაც შეიცავს, ასეთ მჟავებს ჟანგბადიანი მჟავები ეწოდება. შესაბამისად, შედგენილობის მიხედვით გვაქვს ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავეები. მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომების რიცხვით განასხვავებენ ერთფუძიან, ორფუძიან და სამფუძიან მჟავებს.
ერთფუძიანია:HCl, HF, HBr, HNO3
ორფუძიანია:H2S, H2SO4,
H2SO3, H2CO3
სამფუძიანია:H3PO4, H3PO3.
თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარილმჟავა, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა და ზოგი სხვა მჟავა უფერო სითხეებია. ფოსფორმჟავა, ბორისმჟავა, მეტაფოსფორმჟავა და სხვ. მყარი კრისტალური ნივთიერებებია. თითქმის ყველა მჟავა იხსნება წყალში და მიღებულ ხსნარს აქვს მჟავე გემო. მკვახე ხილის მჟავე გემო გამოწვეულია სხვადასხვა ორგანული მჟავებით. სილიციუმის(H2SiO3)
მჟავა წყალში უხსნადია. მჟავათა ხსნარები ფერს უცვლის ინდიკატორებს. მჟავას ხსნარში ლაკმუსი წითლდება, მეთილნარინჯი ვარდისფერი ხდება, ფენოლფთალეინი ფერს არ იცვლის.
მჟავების ქიმიური თვისებები:
1)
მჟავების უმრავლესობა რეაქციაში შედის ლითონებთან და გამოყოფს წყალბადს. ყველა ლითონს არ შეუძლია მჟავას ხსნარიდან წყალბადის გამოძევება.მჟავას ხსნარიდან წყალბადს გამოაძევებს ყველა ის მეტალი , რომლებიც მეტალთა აქტიურობის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა განთავსებული, ხოლო რომლებიც წყალბადის მარჯვნივაა განთავსებული ვერ გამოაძევებენ წყალბადს. წყალბადს ვერ აძევებს ვერც ერთი მეტალი აზოტმჟავას( HNO3) ხსნარიდან,
რადგან აზოტმჟავას შემთხვევაში მჟანგავად აზოტიც გვევლინება დანარჩენ შემთხვევაში მჟანგავი წყალბადია.
2HCl
+ Zn = ZnCl2 + H2; 6HCl + 2Al = 2AlCl3 +
3H2 : 3Zn + 8HNO3 = 3Zn(NO3)2 +
2NO + 4H2O. აზოტმჟავა ხშირად ამიაკამდე აღდგება. ამიაკი თავისუფალ აზოტმჟავასთან წარმოქმნის ამონიუმის ნიტრატს. მაგალითად: 4Zn + 10HNO3 = 4Zn(NO3)2 + NH4NO3 + H2O
ასეთი რეაქციებით აქტიურ მეტალებიდან მარილების მიღება არარეკომენდირებულია, რადგან ისინი ძალიან ენერგიულად რეაგირებენ მჟავებთან.
მაგალითად: 2Na + H2SO4 = Na2SO4 +
H2
მეტალთა აქტიურობის მწკრივი
2)
მჟავა რეაქციაში შედის ფუძე ოქსიდებთან და წარმოქმნის მარილსა და წყალს: 2HCl + ZnO = ZnCl2 + H2O; H2SO4 + MgO = MgSO4 + H2O
3)
მჟავა რეაქციაში შედის ლითონის ჰიდროქსიდებთან და წარმოქმნის წყალს. ამ რეაქციას ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
HCl
+ NaOH = NaCl + H2O; H2SO4 + Mg(OH)2 = MgSO4 + 2H2O
4)
მჟავა რეაქციაში შედის მარილებთან და აძევებს მასზე უფრო სუსტ ან აქროლად მჟავას:
2HCl +
K2CO3 = 2KCl + H2CO3, H2CO3 იშლება წყლად H2O და ნახშირორჟანგად CO2
H2SO4 + Na2SiO3 = H2SiO3 +
Na2SO4
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
მოვახდენ წინარე ცოდნის გააქტიურებას და ფოკუსირებას შესასწავლ მასალაზე,მოსწავლეთა
ინტერესის გამოწვევას მოვახდენ საპრეზენტაციო
მასალით.მუშ აობა მიმდინარეობს მთელ კლასთან. მჟავის ნებისმიერი ფიზიკური (მაგ:კონც.გოგირდმჟავას წყალში გახსნა)
და ქიმიური თვისების განხილვა მოხდება შესაბამისი სადემონსტრაციო ცდის ჩატარებით,
მოსწავლეთა მიერ გაანალიზებული იქნება ჩატარებული ცდა და მათი აქტიური ჩართვით დაიწერება
შესაბამისი ქიმიური ტოლობები და გაკეთდება შესაბამისი დასკვნები. მასალის განმტკიცების
მიზნით მოსწავლეები შეასრულებენ შესაბამისი პარაგრაფის ბოლოს მოცემულ სავარჯისოებს.
|
No comments:
Post a Comment